რენესანსის კულტურა
Wednesday, April 13, 2011
Friday, April 8, 2011
Wednesday, April 6, 2011
Wednesday, March 30, 2011
ისტორიის გაზაფხული
რენესანსი კაცობრიობის ისტორიისბედნიერი გაზაფხულია. ამ ახალმა გაზაფხულმა სამხრეთიდან ჩრდილოეთის ქვეყნებსაც ტრიუმფაულური ეტლით გადაუქროლა და თავის ნათელ გზაზე უთვალავი უჭკნობი ყვავილი დააფრქვია.
ტიტანთა საუკუნის შუქმა ჩრდილოეთ ევრიპაც გადაანათა. ჩრდილოეთის აღორძინება იყო ის დიდი სოციალურ-კულტურული მოვლენა, რომელმაც მოგვცა ფორმითა და შინაარსით ახალი დიდი ხელოვნება. დიდი აღორძინების საწყის მიჯნად აღიარებულია 500 წელი. მას წინ უძღოდა ადრეული რენესანსი, რაღაც სამი ათეული წლის შემდეგ მოსდევს გვიანი რენესანსი, რენესანს-მანიერიზმი (1530-1600) და ბაროკოდ წოდებული დიდებული მეფური ხელოვნება.
რენესანსი, ახალი დროის დიდი ხელოვნებაა იტალიაში გაიფურჩქნა და ამას ხელი შეუწყო არა ამა ქვეყნისათა მფარველობამ, არამედ თვით იტალიელი ხალხის გამორჩეულმა გენიამ, რომელიც ხელოვნების ნაწარმოებში ხედავდა ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, ეძებდა მის შინაგან კანონებს, ქმნიდა თეორიას, სწავლობდა ანტიკას, ანატომიას, პროპორციას, პერსპექტივას და ა.შ. ანონიმური ოსტატების ნაცვლად ასპარეზზე გამოდიან ძალუმი, ცნობისმოყვარე პიროვნებანი, რომელნიც სურათებს სახელს აწერდნენ. რომელთა ცხოვრებას სხვები აღწერენ, როგორც სარდალთა, მეფეთა, მწერალთა ცხოვრებას.
ჩრდილოეთის რენესანსს, ზოგადად, ბევრი რამ ქონდა საერთო იტალიურ აღორძინებასთან, ეს იყო თვისებრივად იგივე მოვლენა, ადამიანის განდიდება, რწმენის ტრიუმფი, გენიის აღიარება, მაგრამ ჩრდილოეთს მაინც ბევრი სპეციფიკური მხარე აღმოჩნდა-ეროვნული თუ წმინდა, შემოქმედებითი ხასიათისა.
თუ იტალიაში კედლისა და დაზგის მხატვრობა ერთნაირად ვითარდებოდა, ჩრდილოეთში ძირითადად დაზგის მხატვრობა იყო. საკურთხევლის სურათებსაც დაფებზე ასრულებდნენ. “დაფის ფერწერა”, დაზგური ხელოვნების ცალკე დარგი, რაც დახვეწილი სახების, პეიზაჟის, სიტუაციების, ჟანრული მრავალფეროვნების შექმნის საშუალებას იძლეოდა, უშუალოდ რენესანსიდან იწყებს განვითარებას და უტილიტარულ ხასიათს ატარებს, აქედანვე განვითარდა ზეთის საღებავის ახალი ტექნიკა გრავიურა ხეზე, ქვაზე, სპილენძსა თუ სპილოს ძვალზე, გრაფიკა, მინის მხატვრობა, ემალი, მინიატურის ნაირსახეობა, რაც არსებითად განსხვავდება, მაგალითად, ვატიკანის ფრესკებისაგან...
ეს ხელოვნება, მეტად გრავიურა, დიურერმა აიყვანა უმაღლეს დონეზე. ადრეული, შუა საუკუნეების, გოტიკის “დახუთული”, უჰაერო მინიატურებიდან, მოწამეთა სათნო სახებიდან მხატვრობა თანდათანობით გადადის ამაღლებულ საგნებზე, ბუნების ჩვენებაზე ადამიანებთან კავშირში, ძლიერ სახეთა შექმნაზე, ადამიანის-მეტადრე ქალის-მშვენიერების ასახვაზე, ფსიქოლოგიურ პორტრეტზე. ძალაში შედის პერსპექტივის და გეომეტრიულად სწორი პროპორციის პრობლემა, ოსტატები გადადიან ზეთის საღებავებზე. მაგრამ მთავარი მაინც შინაარსი და ასახვის სიღრმე და არა ტექნიკური, თუ ჟანრობრივი ნაირსახეობები.
საყოველთაო გამოცოცხლებას, აღამავლობას, აზრის წინსვლას, რომლის უღლის გადაგდების გაბედულ ცდას, გოტიკური თაღების მრუმე ტალანებიდან ახალი დროის შუქზე გამოსვლის მისწრაფებას თავისი შედეგები მოჰყვა. გერმანიასა და საერთოდ, ჩრდილოეთის ქვეყნებში ხელოვნებამ მანამდე არნახულ აყვავებას მიაღწია.
არასოდეს ყოფილა გერმანია მხატვრებით ისე მდიდარი, როგორც XVI საუკუნის დასაწყისში. ამ აყვავებას ღრმა ისტორიული ფესვები ჰქონდა გადგმული ეპოქის მღელვარე მოვლენებში. ეს იყო მებრძოლი, ნათელი, თანაც ტრაგიკული ეპოქა. გერმანიის თავზე გადაიარეს გლეხთა ომებისა და რეფორმაციის აპოკალიფსურმა მხედრებმა. დიურერის “დრაკონთან მებრძოლი მთავარანგელოზი, თუ აპოკალფსის მხედრებიც ამ ცეცხლოვან ფონზე იხატებოდა.
ახალი ტერმინი “ჩრდილოეთის აღორძინება” გულისხმობს იმ ქვეყნების ხელოვნების აღორძინებას, რომლებიც იტალიის (ალპების) ჩრდილოეთით მდებარეობენ. (საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები.) ხელოვნებათმცოდნეობაში დადგენილი ეს ტერმინი არ ემთხვევა ზუსტად “ჩრდილოეთ ევროპის” გეოგრაფიულ ცნებას და გამოხატავს კულტურულ - ისტორიულ ვითარებას რაც ამ ქვეყნებში მოხდა რეფორმაციის საუკუნეში.
ძალზე მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და მეცნიერების ურთიერთობის პრობლემა. ამაზე იწერება წიგნები. ხელოვნებას თვლიან თავისებურ მეცნიერებად, ასახვის მეცნიერებად. ყოველ შემთხვევაში, მათი მჭიდრო კავშირი უდავოა და ამ კავშირის ბურჯებია სამხრეთში ლეონარდო, ჩრდილოეთში _ დიურერი. ჩრდილოეთის აღორძინება უდავოდ არსებობდა. ახალი ჰუმანური იდეების ქადაგება, ახალი ადამიანის მიგნება, ჰოლბაინისა და დიურერის მტკიცე, მოაზროვნე სახეები _ რა არის ეს, თუ არა აღორძინება? ეს სახეებიც და მათი ამსახველნიც შვა რეფორმაციამ, მორიგმა რევოლუციურმა ძვრამ უსაფუძვლოდ როდი ჩაიარა, ამიტომაც უწოდებდნენ ჩრდილოეთის აღორძინების მხატვრობას, რეფორმაციის ხელოვნებას.
ძლიერი იყო შუა საუკუნეების ხელოვანთა ზეგავლენის ძალა, რასაც თავს ვერ აღწევდნენ თვით ჩრდილოეთის დიდოსტატები _ დიურერი ბრეიგელი (უფროსი) გრიუნევალდი. ამიტომაც ახალ მხატვრობას ზოგი თვლის კიდევ გვიანდელი გოტიკის ახალ საფეხურად, ან მის შედეგად, მემკვიდრედ.... მაგრამ ასე რომ ყოველი მომდევნო თაობა მემკვიდრეა წინა თაობისა!
www.google.ge

Tuesday, March 29, 2011
რენესანსის ისტორია
რენესანსი
ერთ-ერთი უდიდესი ეპოქათაგანი, გარდატეხის ეტაპი მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. აღორძინების ეპოქის ესთეტიკური იდეალი ჩამოყალიბდა ახალი პროგრესული მსოფლმხედველობის - ჰუმანიზმის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც უმაღლეს ღირებულებად რეალური სამყარო, ადამიანი იქნა აღიარებული. ჰუმანიზმის იდეებმა განსაკუთრებით მკაფიო და სრული ხორცშესხმა პოვა ხელოვნებაში, რომლის ძირითად თემადაც ფიზიკურად სრულყოფილი, ჰარმონიულად განვითარებული ადამიანი იქცა თავისი განუსაზღვრელი სულიერი და შემოქმედებითი შესაძლებლობებით. აღორძინების ხელოვნება, მოწოდებული სწორედ ამ ახალი გმირის განსადიდებლად, შთაგონების წყაროს ანტიკური სამყაროს კულტურულ მემკვიდრეობაში ეძებდა. მთელ იტალიაში წარმოებდა გათხრები. საუკუნეთა განმავლობაში დავიწყებას მიცემული ანტიკური ქანდაკებები მკვდრეთით აღდგნენ და კვლავ მოევლინენ ქვეყნიერებას, მაგრამ იგი, ახალი დროის ხელოვნება, ანტიკური ხელოვნების მექანიკური მიბაძვა როდი იყო. მასში სრულიად ახალი შინაარსი იყო ჩადებული. ამგვარად, «აღორძინება» სწორედ რომ ანტიკური ხანის ხელოვნებისადმი ინტერესის აღორძინებას ნიშნავდა. ხელოვნებამ თავის სამსახურში ჩააყენა მეცნიერება, აღორძინების ეპოქის მხატვრები სწავლობდნენ ანატომიას, არქეოლოგიას, მათემატიკას... რენესანსს საფუძველი იტალიაში ჩაეყარა (XIV-XVI სს.), შემდგომ კი განვითარება პოვა საფრანგეთში (XV-XVI სს.), გერმანიაში, ნიდერლანდებში (XVI ს.), ინგლისში (XVI-XVII სს.), თვით ტერმინი კი («რენესანსი») ახალი დროის ხელოვნების აღსანიშნავად პირველად იტალიელ მხატვართა ცხოვრების აღმწერმა ვაზარიმ გამოიყენა XVI ს-ში. აღორძინების ეპოქამ იტალიაში რამდენიმე ეტაპი განვლო: ადრეული აღორძინება, რომელშიც თანდათანობით იჩენს თავს ახალი ხელოვნების ნიშნები; მაღალი აღორძინება, რომელმაც კაცობრიობას მისცა ისეთი სწორუპოვარი ოსტატები, როგორებიც არიან ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანტი; გვიანი აღორძინების ხანა, როდესაც ეკონომიკისა და ვაჭრობის დაცემამ, კათოლიციზმის ბრძოლამ ჰუმანისტური კულტურის წინააღმდეგ განაპირობა კიდეც ღრმა კრიზისი ხელოვნებაში. აღორძინების სამშობლოდ იქცა ფლორენცია. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ «აღორძინების მამებად» წოდებული არქიტექტორი ბრუნელესკი (მან პირველმა შექმნა არქიტექტურული ფორმები, რომლებსაც მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში იყენებდნენ და სრულყოფდნენ იტალიელი ხუროთმოძღვრები. მისი შემოქმედების აღიარებული შედევრია ფლორენციის პატარა ეკლესია - პაცის კაპელა (დაახლ. 1430 წ.); მოქანდაკე დონატელო (მისი ქანდაკება «დავითი» ეპოქის პირველი შიშველი ფიგურა, ასევე პირველი მრგვალი ქანდაკებაა); ფერმწერი მაზაჩო (სხვა მრავალ სიახლესთან ერთად მან პირველმა შეიტანა თავის ნამუშევრებში მეცნიერული პერსპექტივა). განსაკუთრებულ მწვერვალებს მიაღწიეს თავიანთ შემოქმედებაში ე.წ. მაღალი რენესანსის დიდოსტატებმა - ლეონარდო და ვინჩიმ, რაფაელმა, მიქელანჯელომ. ლეონარდო და ვინჩი (1475-1564 წწ.) ყველა დროის უდიდესი მხატვარი, ამავე დროს, მეცნიერი, გამომგონებელი, მათემატიკოსი, ხუროთმოძღვარი, მოქანდაკე, მწერალი, მუსიკოსი გახლდათ. მის მიერ შექმნილი «ჯოკონდა» (მონა ლიზა), «საიდუმლო სერობა», «მადონა ყვავილით» და მრავალი სხვა, გენიალურ ჩანახატებსა და ხელნაწერებთან ერთად, მსოფლიო კულტურის მონაპოვარია. რაფაელ სანტი (1483-1520 წწ.) მთელი თავისი შემოქმედებით ამკვიდრებდა სულიერად და ფიზიკურად მშვენიერი, ამასთან, ჭკვიანი და გონიერი ადამიანის იდეალს («სიქსტის მადონა», ავტოპორტრეტი, პაპ იულიუს II პორტრეტი რომში, ვატიკანის სასახლის დარბაზების მოხატულობები და სხვ.). იგი შესანიშნავი არქიტექტორიც იყო, ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის - წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობას. მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564 წწ.) «დავითის» ბრინჯაოში ჩამოსხმული ასლი, აღმართული ფლორენციაში, მიქელანჯელოს მოედანზე, სიქსტის კაპელის ჭერის მოხატულობა, მედიჩების აკლდამის სკულპტურები და, საერთოდ, მთლიანად მისი შემოქმედება - კაცობრიობის კუთვნილი საგანძურია. დიდია XV-XVI სს-ის ვენეციელ მხატვართა წვლილი ახალი ხელოვნების განვითარებაში (ჯორჯონე, ტიციანი, ვერონეზე, ტინტორეტო). იტალიურმა აღორძინებამ უდიდესი გავლენა იქონია ნიდერლანდების (იან ვან ეიკი, ჰუგო ვან დერ გუსი, ბოსხი და სხვ.), გერმანიის (ალბერტ დიურერი, ლუკას კრანახი უფროსი და სხვ.), აგრეთვე ინგლისის, ესპანეთის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ხელოვნებაზე. აღორძინების თეატრის საწყისები უკავშირდება ხალხურ ხელოვნებასა და ჰუმანიზმის ფილოსოფიას. ხალხურ გართობა-თამაშობათაგან იშვა აღორძინების ხანის იტალიური თეატრი - კომედია დელ არტე (ანუ პროფესიული კომედია), რომლის სპექტაკლებშიც ჩამოყალიბდა თეატრალური ხელოვნების მნიშვნელოვანი კანონები. დადგინდა, რომ სასცენო ხელოვნების უმთავრესი თავისებურება ცხოველმყოფელი მოქმედებაა, წუთით რომ არ წყდება, ხოლო თეატრალური შემოქმედება - კოლექტიური და იქმნება მთელი ანსამბლის შრომის შედეგად. კომედია დელ არტემ სახელი გაითქვა მთელს ევროპაში მსახიობთა დაუცხრომელი შემოქმედებითი აქტივობითა და იმპროვიზაციის უნარით. და მაინც, დრამატული პოეზიის მწვერვალთა დალაშქვრა წილად ხვდათ არა იტალიელებს, არამედ ესპანელებს. ესპანურ თეატრში წარმოდგენა იწყებოდა სიმღერით (გიტარის თანხლებით), რასაც პროლოგი მოჰყვებოდა, შემდეგ თამაშდებოდა კომედია, ანტრაქტებში წარმოადგენდნენ ინტერმედიებს, საცეკვაო ნომრებს, დამთავრებისას სრულდებოდა ერთობლივი ცეკვა ნიღბებით. «ოქროს ხანის» ესპანური თეატრის წინამძღვარი ლოპე დე ვეგა კარპიო გახლდათ (1562-1635 წწ.), რომლის ერთ-ერთი პიესა «ცხვრის წყარო» ქართული თეატრის სცენაზეც იქნა ხორცშესხმული (კ. მარჯანიშვილის დადგმა). ინგლისური აღორძინების დროინდელი თეატრის აღმავლობა უილიამ შექსპირის (1564-1616 წწ.) სახელს უკავშირდება. შექსპირისეული დრამატურგიის ბრწყინვალე შედევრები («რომეო და ჯულიეტა», «ჰამლეტი», «მეფე ლირი» და მრავალი სხვა) ამ ჟანრის მწვერვალია. აღორძინების ხანის ლიტერატურის ძირითადი თემები განისაზღვრა სიყვარულისა და მეგობრობის კულტით, რაც უცვლელია დანტეს, პეტრარკას პოეზიაში, მიწიერი ყოფის ხალისიანი შეგრძნება და ნათელი იუმორი დაედო საფუძვლად ნოველის ჟანრს (ჯოვანი ბოკაჩო), მაგრამ მაღალმა აღორძინებამ წინა პლანზე წამოსწია ტრაგედია და რომანი (უილიამ შექსპირი, მიგელ დე სერვანტესი).
www.ucnauri.com

იტალიური რენესანსი
იტალიური რენესანსი იტალიური რენესანსით (იტ.: rinascimento) დაიწყო რენესანსის პერიოდის საწყისი ფაზა, პერიოდი, რომელმაც რომ უდიდესი კულტურული ცვლილებები და მიღწევები გამოიწვია ევროპაში მე-14 საუკუნის ბოლოდან ერთი საუკუნის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობა მე-14 საუკუნის ადრეულ წლებში ჩაისახა, ამ პერიოდში იტალიური კულტურა ჯერ კიდევ შუასაუკუნეობრივი იყო და რენესანსი სრული ძალით მხოლოდ საუკუნის ბოლოს გაბატონდა. სიტყვა ”რენესანსი” ფრანგულად ნიშნავს ”ხელმეორედ დაბადებას” და ეს ხანა ხასიათდება კლასიკური ანტიკურობისადმი განახლებული ინტერესის გაღვივებით ე.წ. ”ბნელი ხანის” შემდეგ. ეს ცვლილებები უმეტესწილად შეეხო ელიტარულ ფენებს, მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრება კი შუა საუკუნეების შემდეგ დიდად არ შეცვლილა.
იტალიური რენესანსი დაიწყო ტოსკანაში, ცენტრებით ფლორენციასა და სიენაში. შემდეგ ის სამხრეთშიც ვრცელდება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რომზე, რომელიც თითქმის თავიდან აიგო რენესანსის პაპების მმართველობის პერიოდში. იტალიურმა რენესანსმა პიკს მე-15 საუკუნის ბოლოს მიაღწია, რის შემდეგად უცხოელი დამპრყობლების შემოსევებმა კულტურული ცხოვრების დაქვეითება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, რენესანსის იდეები და იდეალები დანარჩენ ევროპაშიც ვრცელდება, დასაბამს აძლევს რა ჩრდილოეთის რენესანსსა და ინგლისურ რენესანსს.
იტალიური რენესანსი განსაკუთრებით ცნობილია ამ პერიოდის კულტურული მიღწევებით. მათ შორისაა ლიტერატურული შრომები ისეთი ფიგურებისა, როგორიცაა ფრანჩესკო პეტრარკა, ბ. კასტილიონე და ნიკოლო მაკიაველი, ხელოვნები — მიქელანჯელო ბუონაროტი და ლეონარდო და ვინჩი, უდიდესი არქიტექტურული ქმნილებები -- სანტა მარია დელ ფიორეს ტაძარი ფლორენციაში და წმ. პეტრეს ტაძარი რომში. ამავე დროს თანამედროვე ისტორიკოსები ამ პერიოდს განიხილავენ როგორც ეკონომიკური რეგრესიისა და სამეცნიერო პროგრესის უქონლობის ხანას.
ka.wikipedia.edu.ge

Subscribe to:
Posts (Atom)